კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სრული სიცრუეა", - ასე ეხმაურება კომპანია "მადაგონის" გენერალური მენეჯერი, ლევან ხიჯაკაძე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თამარ კორძაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების "მადაგაონის" ვაუჩერებს მათ მხარდამჭერებს ურიგებენ.


"აბსურდია, იმიტომ, რომ "მადაგონი" საარჩევნო პროცესებისგან ყოველთვის გამიჯნული იყო. ვაუჩერებს, ყველა ნორმალური ქსელი იყენებს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს, ხდება ამ ვაუჩერების თანამშრომლებზე გადაცემაც და ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ვაუჩერებს ვყიდით და რეალიზაციას ვუკეთებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სრული სიცრუეა.

უნდათ, მიკერძოებულ სისტემაში მოგვაქციონ. მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი პარტია ჩვენი მომსახურებით სარგებლობს, შეგიძლიათ სხვა პარტიებსაც ჰკითხოთ, ადგილობრივსაც, ყველას ვემსახურებით ერთნაირად, ჩვენთან მსგავსი რაღაცები არ ხდება", - განაცხადა ლევან ხიჯაკაძემ.