ამის შესახებ ინფორმაციას უცხოეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

კუბის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, პარასკევს, 18 ოქტომბერს, კუნძულის ერთ-ერთი მთავარი თბოელექტროსადგურის ავარიული გათიშვის შემდეგ ელექტროქსელში დენის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა და 10 მილიონი მცხოვრები უშუქოდ დარჩა. 

აღსანიშნავია, რომ მთლიანი ელექტროქსელის გათიშვის წინა დღეს კუბის მთავრობამ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით საგანგებო ზომები გამოაცხადა, კერძოდ კი სკოლებში სასწავლო პროცესი პარასკევიდან შაბათ-კვირის ჩათვლით შეწყვეტილად გამოაცხადა, ღამის კლუბებსა და დასასვენებელ ცენტრებს მუშაობის შეწყვეტა დაევალათ და სამსახურში მისვლის ვალდებულება მხოლოდ აუცილებელი მუშაკებს შეუნარჩუნა.

კუბა ელექტროენერგიას რვა მოძველებული თბოელექტროსადგურიდან და ასევე შვიდი თურქული მცურავი ელექტროსადგურიდან გამოიმუშავებს. ოფიციალური პირების განმარტებით, ელექტროქსელი ერთიანი გათიშვა ისეთი მოვლენების თანხვედრამ გამოიწვია, როგორიცაა აშშ-ს ეკონომიკური სანქციების გამკაცრება, ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, ბოლოდროინდელი ქარიშხლები და თბოელექტროსადგურების მუშაობისთვის საჭირო მყარი საწვავის მიწოდებაში შეფერხება.