ადგილობრივი თვითმმართველობისგან მადლობის სიგელი და თანხა 104-მა სტუდენტმა მიიღო, რომლებმაც სხვადასხვა უნივერსიტეტში სრული სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. 

ახალგაზრდებს ჯილდო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა   პარლამენტარმა ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.

გრანტოსნების დაჯილდოება ქუთაისის მერიის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში  განხორციელდა.