11 მარტს საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სამეცნიერო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნა... საგამომცემლო სახლის "სეზანის" მხარდაჭერით დაბეჭდილი გიორგი კალანდიას წიგნის " უორდროპები და საქართველო"-ს პრეზენტაცია, ლონდონში- სამეფო აზიური საზოგადოების მთავარ დარბაზში გაიმართა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საზოგადოების პრეზიდენტმა რობერტ პიბოდმა. აქვე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის შეტანილი განსაკუთრებული სამეცნიერო წვლილისათვის ვერცხლის მოოქრული მედლით დაჯილდოვდა სამეფო აზიური საზოგადოების დირექტორი ალისონ ოტა. აქვე უორდროპებისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა.
ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით ჩატარდა. საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება უკვე ერთი წელია არსებობს და ის ინგლისისა და საქართველოს სამეცნიერო წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება...