საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ხუთი მცირეწლოვანის დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და მათ ახლობლებს.

იოსელიანის თქმით, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს.

„სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გალის რაიონში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა