მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმ ადამიანების მიმართ გაატაროს ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, რომლებიც კანონს არღვევენ, თუმცა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი აზრი და პროტესტი მშვიდობიან გარემოში გამოხატონ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, დღევანდელ დღეს, ტრადიციულად, სახალხო დამცველი ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს ჩვენს ქვეყანაში.
წელს ამის გაკეთება განსხვავებულად გადავწყვიტეთ, ვინაიდან ის კონტექსტში, რაც რეს ქვეყანაში არსებობს გვიბიძგებს, რომ ფოკუსი გავაკეთოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო 10 დღის განმავლობაში მოხდა და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე,ე რომელსაც სახალხო დამცველი აპარატის აიდენტიფიცირებს. მთელი საქართველოს მასშტაბით ვახდენთ ადამიანის უფლებების იდენტიფიცირებას მუდმივად , ამ 10 დღის მანძილზე და პერიოდულად ვუზიარებთ საზოგადოებას იმ უფლებების დაცვის შეახებ , რომელიც ჩვენს ხელთ არის არსებული და რომელიც , მათ შორის გავუზიარე დიპლომატიურ კორპუსს. ამ დღეების განმავლობაში შეხვედრა მქონდა აშშ-ის ელჩთან, ევროკავშირის ელჩთან, დიდი ბრიტანეთის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩებთან და მათაც გავუზიარე ის ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, როდესაც შეკრების დაშლა ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების მცირე ჯგუფი არღვევდა კანონს, თუმცა ჩვენი მოქალაქეების დიდი ჯგუფი რუსთაველის გამზირზე პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შსს-ს, იმ ადამიანების მიმართ გაატაროს ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, რომლებიც კანონს არღვევენ, თუმცა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი აზრი და პროტესტი მშვიდობიან გარემოში გამოხატონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შეხვდა 327 დაკავებულ პირს, აქედან 245 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები.

„პირადად ვნახე ეს ადამიები, საზოგადოებამაც ნახა ეს ადამიანები და მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ძალიან ეფექტურად, დროულად გამოიძიოს ყველა ეს საქმე და ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, მისცეს პასუხისგებაში. დაუშვებელია, ეს საქმეები არ იყოს გამოძიებული, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კანონდარღვევებს და ჩვენ უფრო მძიმე სურათს მივიღებთ, როდესაც აქციების დაშლას ექნება ადგილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, აქციების გაშუქებაში ჟურნალისტების როლი განუსაზღვრელად დიდია.

„გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე და ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები და შესაბამისად, სახელმწიფო ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათის საქმიანობა იყოს უსაფრთხო, შეეძლოთ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც საჭიროდ თვლიან, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, განსაკუთრებით ის, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეების დაესხნენ თავს და სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული, ყველა ამ შემთხვევაზე ჩამდენმა პირებმა უნდა აგონ პასუხი.

კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას ამ არაფორმალური ჯგუფის გამოჩენაზე, რომელმაც სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების. არ დარჩა არავინ, ვინ არ დაგმო ეს მოვლენა , იმიტომ რომ ეს არის საშიში მოვლენა, როდესაც ნიღბებში ადამიანები უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს , ჟურნალისტებს, ეს შემთხვევა უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები წარდგნენ კანონის წინაშე“, – განაცხადა ლევან იოსელინმა.

სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ძალიან მძიმე პირობებში ახორციელებენ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში ხელისუფლებას, მაგრამ ამავე დროს აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლა არ დაუშვან, მათ უნდა ჰქონდეთ, საშუალება გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ უსაფრთხო გარემოში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.