მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ პროგრამით კინომსახიობთა თეატრში უჩვენეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დადგმული სპექტაკლი „უხერხემლო“.
წარმოდგენას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. სპექტაკლის დაწყებამდე მინისტრი შეხვდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, იოანე (ვანო) ხუციშვილს და თეატრის ინფრასტრუქტურას გაეცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალ გეგმებსა და პროექტებს.


პიესის ავტორია ალექს ჩიღვინაძე, რეჟისორი - იოანე (ვანო) ხუციშვილი, მხატვარი - გიორგი გორგიაშვილი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის გიორგი ჯიქიას, ტექნიკური რეჟისორია სოფო ორჯონიკიძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები: ნინელი ჭანკვეტაძე, გოგა პიპინაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, გივი ბალანჩივაძე, გიორგი ჯიქია/გიორგი ჩაჩანიძე.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 15 ნოემბრ