პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გააჟღერეს, რომ სააკაშვილი მოწამლულია, რაც შემდეგ უარყვეს და დონკიხოტივით არიან ბრძოლაში - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„მთელი საექსპერტო დასკვნების მომზადების პერიოდში, ჩვენ სიტყვა მოწამვლა არ გვიხსენებია, გარკვეულწილად თავს ვიკავებდით, ველოდებოდით ექსპერტიზის დასკვნებს. არ ვაკეთებდით აქცენტს არაადეკვატურ მკურნალობაზე, ანგარიშს ვუწევდით მედპერსონალს. თავად პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები გამოვიდნენ და დაიწყეს სუბარი, რომ სააკაშვილი მოწამლულია და მერე დაიწყეს თავიანთ მიერ გაჟღერებული ტერმინების გადალახვის პროცესი და და არიან დონკიხოტივით ბრძოლაში“,- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.