მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"მისი სურვილია და ჩვენ ამას წერილობით ვაცნობებთ პენიტენციურ სამსახურსაც, სასამართლოსაც და კლინიკა "ვივა მედსაც" ფიზიკურად მოხდეს მისი დასწრება სასამართლო პროცესებზე. დღეს მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას, გაააქტიურონ მუშაობა სააკაშვილის მოწამვლისა და წამების ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში, ვინაიდან ამის შესახებ განაცხადა ორმა დაკითხულმა ამერიკელმა ექსპერტმა. მინდა შევახსენო ექიმებს, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ვინც ამ საქმეში იღებს მონაწილეობას, წამებას, რადგან ეს ასე გაჟღერდა, არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა, მთავრობები მიდიან და მოდიან წამების მუხლი რჩება", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2023 წლის 9 იანვრამდე გადაიდო