🐶🐱 ივნისი შინაური კომპანიონი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის თვეა.
➡️ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აღნიშნული პროცესის გამარტივებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით იწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მეპატრონეებს ცხოველების ჩიპირება და რეგისტრაცია დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე შეუძლიათ.
▶️ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისს მეპატრონეები მიიღებენ შემდეგ მისამართებზე:
📍 2 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - ვაკის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
📍 4 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - ვარკეთილის ხევის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
📍 9 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან)
📍 11 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ)
📍 16 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღი ( იგივე კიკვიძის პარკი, ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
📍 18 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - მზიურის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
📍 23 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - დიღმის მასივი, ვლადიმირ მაიაკოვსკის პარკი (მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ)
📍 25 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - გლდანის მე-6 მიკრორაიონი, მეშვიდე და მერვე კორპუსებს შორის არსებული პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
◽️️ აღნიშნული მომსახურებით სარგელობისას მეპატრონე იხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს - 19 ლარს. (ნაღდი ანგარიშსწორებით) ხოლო, რეგისტრაცია უფასოა.
➡️ აუცილებელია, რომ რეგისტრაციისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
❗️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
📝 იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი. ასევე, სავალდებულოა, რომ შემდეგ ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია.
✔️ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს.
🤲 ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.
ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოა ავრცელებს