მუნიციპალურ თავშესაფარში ყაზბეგის ქუჩიდან (ვარკეთილის მეურნეობა) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული სამი ძროხა.
🐄 ჯიში: ადგილობრივი
🐄 ასაკი: 1-2 წლის
🐄 სქესი: სამივე ფური
🐄 ფერი: ღია ყავისფერი, წითური და შავი
☎️ დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
🖲️ მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
🔸ვრცლად: http://ama.gov.ge/news/15896
❗️ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეპატრონეების საყურადღებოდ!
❌ ნუ დატოვებთ თქვენს საკუთრებაში მყოფ პირუტყვს უმეთვალყურეოდ, რადგან ეს საფრთხის შემცველია როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე თავად ცხოველებისათვის. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დედაქალაქის საცხოვრებელ და სატრანსპორტო ზონებში (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა) პირუტყვის ყოლა და გადაადგილება აკრძალულია.
‼️ პირუტყვის დედაქალაქში გადაადგილება საფრთხის შემცველია, რაგდან:
🚔 მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი;
🌱 ხშირია მწვანე ნარგავების განადგურებისა და ტერიტორიების დაბინძურების შემთხვევები;
📈 მაღალია ცხოველის დაკარგვის ან მოპარვის რისკი.
📜 დედაქალაქში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-93.
✔️ პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რომელიც ითვალისწინებს მეპატრონის დაჯარიმებას.