"სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორმა ნინო დოლიძემ გამოვლენილ დარღვევებზე საუბრისას თქვა, რომ მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.
ამჯერად საუბარია N22 საარჩევნო უბანს, სადაც მისი ცნობით, კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი უბნიდან გააძევა.
ფაქტი გასაჩივრებულია საეოლქო საარჩევნო კომისიაში.
"რა თქმა უნდა, გასაჩივრებული გვაქვს აღნიშნული საარჩევნო უბანი".
"N22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა," - განაცხადა ნინო დოლიძემ.