საქართველოში ამერიკის საელჩო ISFED-თან დაკავშირებით "ქართულ ოცნების" გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში უპასუხა.
ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა. - წერს ამერიკის საელჩო და გრაფიკას აქვეყნებს.