სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში ქართველ მებრძოლთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ დღეს სამშობლოში ჩამოასვენეს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მეომრები, - ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია. ასევე გვინდა გულისტკივილი გამოვთქვათ ნიკა ჯიყაშვილის, გიორგი გორელიშვილის, ჯონი ოდიშვილის, მალხაზ კვიჟინაძის, არჩილ დევრისაშვილის, ნიკოლოზ ახვლედიანისა და ზაქარია შუბითიძის გარდაცვალების გამო.
სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს.
შევთხოვთ უფალს გარდაცვლილთა სულთა ცხონებას და ვევედრებით, რათა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა და მთელი მსოფლიო“,- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.