46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მისი აღსაყდრების დღეს სიონში ჩატარებული საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ ქადაგებისას:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ქადაგება აღსაყდრების 46-ე წლისთავზე
ქრისტეს მიერ ჩვენო სულიერო შვილებო, 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო.
ღვთის ლოცვა-კურთხევა და თქვენი სიყვარული გვაძლიერებდა ჩვენ.
ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისათვის.
ჩვენთან არს ღმერთი. სიონის საპატრიარქო ტაძარი 25.12.2023
შეგახსენებთ: 25 დეკემბერი პატრიარქის აღსაყდრების დღეა