საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისა და 7-8 მარტის აქციების მონაწილე ქალები ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამასთან დაკავშირებით რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ "ტვიტერში " წერს.
მადამ სალომე 1989 წლის 9 აპრილს 19 ქალბატონმა გაწირა სიცოცხლე სამშობლოსთვის მათი ფოტოები არ გინახიათ? აა, ამიტომ არ მოგვსლიათ აზრად მათი დაჯილდოება. და ევროპულად - ცეცხლის და ქვების წვიმაში! მიწაზე დაგდებული ქართული დროშა რომ აიღო პოლიციელმა და აკოცა არც ეს გინახიათ ხო? აფსუს - წერს გოგა ხაინდრავა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისა და 7-8 მარტის აქციების მონაწილე ქალები: ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა