თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა.
"კოალიციამ ცვლილებებისთვის" და "ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ" გმირთა მოედანთან ორი კარავი გაშალეს.
აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერები 24-25 ნოემბრის გეგმებზეც გააკეთებენ განცხადება.