ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს კვლავ დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები „იმედის“ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან.

„იმედის“ გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეების მხრიდან შეურაცხყოფის ფონზე უწევთ მუშაობა.

„გისურვებთ 7 ნოემბერს, გილოცავთ ამ თვეს“, – მიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს.