დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიცია, ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიცია ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მიზნით. ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა!ევროკავშირმაც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთავრობისთვის გამოყოფილ ფულის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადამისამართდება გამოაცხადა.ახლა ქართველი ხალხის ორგანიზებულობაზე და სიმტკიცეზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოვა!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.