შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ, მოადგილე გიორგი ბუთხუზთან ერთად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - თეიმურაზ კუპატაძე წარუდგინა. მინისტრმა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სამუშაო შეხვედრაზე გელა გელაძემ, დაცვის პოლიციის თანამშრომლებისგან განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა.