საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.

საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. მათ შორის: სასკოლო ფორმას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას, პირველკლასელთა რეგისტრაციას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს.

მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მოადგილეები თამარ მახარაშვილი და ზვიად გაბისონია, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე.