თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, ვაკის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ერთად, ვაკის რაიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებითი  სამუშაოები დაათვალიერა.

ამჯერად გზის საფარის მოწესრიგება ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის  მე-11 კორპუსისა და ჟღენტის ჩიხის N5-N10-ის მიმდებარედ მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად ქუჩაზე,  სადაც გრუნტის გზაა, დაიგება ასფალტის საფარი.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის გზის საფარის აღდგენა-რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი კი მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს ქალაქის ინფრასტრუქტურის მთავარ მოსარგებლეზე  -  თითოეულ მოქალაქეზე.

ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მე-11 კორპუსისა და ჟღენტის ჩიხის N5-N10-ის მიმდებარედ მიმდინარეობს ადრე არსებული გრუნტის გზის ასფალტის საფარით შეცვლა. ორივე ლოკაციაზე საგზაო სამუშაოები 2500კვ. მეტრამდე ფართობს მოიცავს“,  - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.  გზების რეაბილიტაციას, გამგეობის დაკვეთით, შპს “ლუკრი” აწარმოებს.