ხან ემუქრებოდნენ, ხან სახლთან ხვდებოდნენ, ეს მუქარები იმ პერიოდში მართლა ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ბრძოლას მუზეუმის გამო თავს არ ანებებდა! ამ გადმოსახედიდან და იმ საფრთხეების გაანალიზებით ეს მართლაც იყო სამოქალაქო გმირობის ტოლფასი, - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი ნიორაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ისტორიკოს გიორგი კალანდიას "მონა.გე" -ს საინფორმაციო ბაზაში შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა.
"ჩვენ სამივე რადიო “იმედში” ვმუშაობდით, (მანამდე მე და შენ მანანა მერაბ კოსტავას 68 ში) ეჰ, რამდენი დროა გასული 🤷🏻♂️
სულ პატარები ვიყავით, და იმ ბნელ 90 იანებში მე პირადად ვერ ვაცნობიერებდი, თუ რატომ უტეხდა ეს ბიჭი საკუთარ თავს შარს, სულ ბრძოლებში იყო, ერთ ძალიან ცნობილ დეპუტატს უპირისპირდებოდა დადიანების სახლმუზეუმის გამო, სადაც ჩინოვნიკს რესტორნის გახსნა სურდა 😡ხან ემუქრებოდნენ, ხან სახლთან ხვდებოდნენ, ეს მუქარები იმ პერიოდში მართლა ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყო 😞 , მაგრამ მიუხედავად ამისა ბრძოლას მუზეუმის გამო თავს არ ანებებდა! ამ გადმოსახედიდან და იმ საფრთხეების გაანალიზებით ეს მართლაც იყო სამოქალაქო გმირობის ტოლფასი , ახლა ამაზე ადვილია საუბარი 🙂
გავიზარდეთ და შეგვიძლია სხვანაირად შევხედოთ მოვლენებს, გიორგისთან კონფლიქტიც მქონია, მეგობრობაც, წყენაც და სიხარულიც და ძალიან ბევრჯერ დამხმარებია.
მას კარგად უნდა იცნობდე, და თუ იცნობ, ის ნამდვილად არის ჰეროიკული ქართული სულისკვეთების
გამავრცელებელი, რომელმაც ბევრი წარმოუდგენელი იდეა განახორციელა და ეს ყველაფერი ისტორიას დარჩება.
დიდი საქვეყნო მიზნების მიაღწევისთვის ყველა ღონეს უნდა მიმართო, აი, სწორედ მაშინ ხარ მაგარი 🖐
მე დღეს ბევრად უფრო გაფასებ Jabraili Sasaxlidan ვიდრე ოდესმე🖐 იცი რატო? მაშინ, იმ შენი 200 დოლარიანი ხელფასიდან, რომელიც ყველას ძალიან გვჭირდებოდა, საკმაოდ დიდ ნაწილს ზუგდიდში, მუზეუმის თანამშრომლებთან გზავნიდი, რათა ადამიანებს მოტივაცია გასჩენოდათ და სასახლისთვის მიეხედათ, თუნდაც კარის გაფუჭებული ბოქლომები შეეცვალათ " , - წერს გიორგი ნიორაძე.