ზრდილობა ადამიანად ყოფნის ხელოვნებაა - წერს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში:
ზრდილობა ყველას მოეთხოვება - 10 წლის ბავშვსაც და 90 წლის მოხუცსაც, რადგან მის გარეშე ადამიანი თავის ბუნებასა და დიდ დანიშნულებას (ერთდროულად იყოს თავისუფალი, უყვარდეს, ქმნიდეს ახალს და ჰქონდეს პასუხისმგებლობა ღმერთის, სამყაროსა და სხვა ადამიანის წინაშე) ებრძვის და გაურბის.
ზრდილობა ადამიანად ყოფნის ხელოვნებაა.