არ არსებობს ისეთი ადამიანური შეცდომა თუ დანაშაული (კაცისკვლის გარდა), რომლის გამოსწორება არ შეიძლებოდეს. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს
"პირველი გამოსწორება მონანიებაა.
მეორე - გულწრფელი ბოდიში.
მესამე - უკან დახევა (არასწორი მოქმედების შეწყვეტა).
მეოთხე - მართებული ნაბიჯის გადადგმა (შეცდომისა თუ დანაშაულის შედეგების მეტ-ნაკლები დაძლევა).
მთავარი შეცდომა ის არის, რომ საკუთარი გადაწყვეტილებისა და მოქმედების მცდარობა არ დაინახო, არ აღიარო და ჯიუტად დაიცვა.
ღირსებას უკან დახევა და აღიარება კი არა, ცუდი ქცევის "პრინციპული" ერთგულება შელახავს.
ძალიან ბევრს (დასაშვებზე მეტად ხშირად) შეცდომის აღიარება - მით უმეტეს, დანაშაულის - თვითუარყოფა და საკუთარი თავის დამცირება ჰგონია.
ეს ასე არ არის.
ადამიანურობას მხოლოდ მაშინ შევინარჩუნებთ, თუ საკუთარი ცხოვრების ობიექტურ შეფასებას შევძლებთ - ეს ძალიან ძნელია. შესაძლოა, ყველაზე მეტად ძნელიც.
ტყუილი და ყალბი "სოციალური მანევრები" სიბრძნე არ არის.
სიცოცხლის საზრისი მხოლოდ სიყვარულსა და სიმართლეშია.
ეს ორი სიტყვა/ცნება ქმნის, არსებითად, სიკეთეს ანუ:
სიყვარულს + სიმართლე = სიკეთეს.
ადამიანის მთელი ისტორია, ყველაფრის მიუხედავად, ამას ადასტურებს.
სანამ ცოცხალი ხარ, გამოასწორე, რაც არასწორად გააკეთე - გახდი უკეთესი, ვიდრე ხარ.
"ხვალ" შეიძლება დაგვიანებული იყოს." - წერს გია მურღულია "ფეისბუკში".