ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ნეტავ, მეც მქონდეს" - კარგია (მიზანს ქმნის).
"ვიფიქრებ, მოვემზადები და გავირჯები იმისთვის, რომ მქონდეს" - უკეთესია (მიზნის მიღწევას რეალურს ხდის)
"ნეტავ, იმას არ ჰქონდეს" - ცუდია (ბოროტი ფიქრია, რომელიც ადამიანის ნამდვილ ბუნებას შეურაცხყოფს)
"ვიფიქრებ, მოვემზადები და გავირჯები იმისთვის, რომ იმას არ ჰქონდეს" - უარესია (ბოროტ საქმეს რეალურს ხდის).
იცხოვრე ისე, რომ:
1. შენს მიზნებს მიაღწიო;
2. სხვას ხელი არ შეუშალო;
3. ღმერთს სინანული არ განუახლო იმის გამო, რომ ადამიანი შექმნა;
4. შენი შეძლების შესაბამისად, სამყარო უკეთესი გახადო.
მაშინ ყოველი დილა სიხარულის ნაწილი იქნება",- წერს გია მურღულია.