დღემდე არ დაგიძლევიათ შიში? მაშინ ეცადეთ, ეს გააკეთოთ და მიხვდებით, რომ შესაძლებელია მეორედ დაბადება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს.
„ღირსება შიშის დაძლევაა - ვერაფერს შეძლებ, თუ გეშინია.
შიში სულის ბორკილებია.
რწმენას, თავისუფლებას, სიყვარულს, შემოქმედებას, განვითარებას, პასუხისმგებლობას - ყველაფერს ღირებულს შიშის დამარცხება სჭირდება.
შიში კი, საბოლოოდ, ერთი რამის არსებობს - სიკვდილის (ფიზიკურისა თუ სულიერის).
ნამდვილად ცხოვრობდე, ნიშნავს - არ გეშინოდეს.
დღემდე არ დაგიძლევიათ შიში?
მაშინ ეცადეთ, ეს გააკეთოთ და მიხვდებით, რომ შესაძლებელია მეორედ დაბადება“,- წერს გია მურღულია.