გააკეთე შენი სვლა და სულ გახსოვდეს, რომ მომდევნო სხვისია. თუ მის ნაცვლადაც არ იფიქრებ, შენი სვლა არ ივარგებს - ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:
"ჭადრაკში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ზედიზედ ორ სვლას არავინ გაგაკეთებინებს. სამაგიეროდ, შენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგ სვლას მოძებნი.
ყველა სვლა ახალი შესაძლებლობაა - წარმატების ან მარცხის.
მერანივით და ყორანივით ორივე ჩვენშია.მათ მუდმივ ორთაბრძოლაში ის იმარჯვებს, ვისაც უკეთესად გამოკვებავთ - ინდიელები სიკეთისა და ბოროტების მგლებზე ასე ამბობდნენ.
გააკეთე შენი სვლა და სულ გახსოვდეს, რომ მომდევნო სხვისია. თუ მის ნაცვლადაც არ იფიქრებ, შენი სვლა არ ივარგებს" - წერს გია მურღულია.