მთავარია - არც ერთმა გრძნობამ საკუთარი თავის ფლობა არ დაგისუსტოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს.
„ადამიანში ყველაფერი კვალს ტოვებს - რაც შეიძლება მასში მოკვდეს, ის არც დაბადებულა.
მთავარია - არც ერთმა გრძნობამ (დიდი სიხარული იქნება თუ განუზომელი მწუხარება) საკუთარი თავის ფლობა არ დაგისუსტოს.
ვინც საკუთარ თავს კარგავს, ღმერთსაც კარგავს“, - წერს გია მურღულია.