რატომ იტყუებიან ადამიანები? - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სპეციალურ ქსელში 10 ვერსიაზე საუბრობს. 


1. უფრო უკეთესნი რომ მოგვეჩვენონ, ვიდრე არიან ან - სატრაბახოდ;
2. სიმართლე რომ დამალონ ან შეცვალონ;
3. სხვებს რომ არ აწყენინონ;
4. მოყვასნი რომ არ შეაშფოთონ რეალობით;
5. საკუთარი  შეცდომა ან დანაშაული რომ დაფარონ;
6. უვიცობა ან რაღაცის არცოდნა რომ დაგვიმალონ;
7. შიშის გამო;
8. სარგებელი რომ მიიღონ;
9. წარმოსახვა რომ გაილაღონ;
10. უმიზეზოდაც.
ვინც იტყუება (რაგინდარა მიზეზით ან უამისოდ), ორი ოპერაციისთვის უნდა მოემზადოს:
ცხვირისა (ასეთ დროს იზრდება) და - ირიბად - ფეხების (ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო).
მატყუარებიც კი ხდებიან "გმირები" (რა დაგვავიწყებს ბარონ მიუნჰაუზენს ან ჩვენს ლუარსაბს), მაგრამ ამ გზაზე დადგომა დიდ გარჯად არ ღირს - როცა მთავარ კითხვებს დაგვისვამენ, ღმერთს ვერ მოვატყუებთ. - წერს გია მურღულია "ფეისბუკში".