ადამიანები არ ოცნებობენ არც ომზე, არც რევოლუციაზე, - ამის შესახებ გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ფილოლოგიის დოქტორის თქმით, ხალხს სჭირდება სტაბილურობის განცდა და მშვიდობა.
"არსებობს ორი სიტყვა: ევოლუცია და რევოლუცია. რევოლუციებს რაც მოაქვთ, ეს ძალიან კარგად ვიცით და არავის ეოცნებება ეს ამბავი, სიმართლე რომ გითხრათ. ჩვენი რეალური ოცნება უნდა იყოს ევოლუციური, ანუ საზოგადოების ბუნებრივი განვითარება. ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, ვერ ახერხებენ იმას, რომ საზოგადოების ფართო წრეების ყურადღება და თანადგომა მოიპოვონ. ეს ხომ ძალიან ნათელი ამბავია.
ოპოზიციაში მყოფი ადამიანები ძალიან ემოციურები არიან. ზოგჯერ საკუთარ სურვილებს ფაქტებში ურევენ. გაოცებული ვარ პირდაპირ, როგორ მეორდება წლიდან წლამდე ერთი და იგივე რიტორიკა. ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაასრულონ, რომ ამას ადვილად მოევლება, რომ რამდენიმე თვეში ეს საკითხები გადაწყდება და ა.შ. ჩვენს ხალხს კიდე მობეზრდა ამდენი „ლიდერის“ ყურება, რომლებიც პირდაპირ მუდმივ მარცხთან არიან ასოცირებულები. არავინ გაჰყვება ადამიანს, რომელიც გარანტირებულად მარცხისთვის არის განწირული“, - განაცხადა გია მურღულიამ.