დღეს (და ყოველთვის) ერთად დგომას, ერთად ფიქრსა და ერთად მოქმედებას არანაირი ალტერნატივა არ აქვს - ეს ზრდის ამ რთულ სამყაროში გადარჩენისა და განვითარების შესაძლებლობას.
მხოლოდ საკუთარი თავის მტრები იქცევიან სხვანაირად - და მათ უკვე ამქვეყნად ჯოჯოხეთი ელოდებათ.- ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:
როდესაც სხვის სიკვდილს სიხარულად, სიამოვნებად და სიამაყედ აქცევენ და გვამების შეურაცხყოფით ერთობიან, სიბრძნესაც და სისულელესაც აზრი ეკარგება და ერთადერთი ფიქრი იბადება:ნუთუ დედამიწაზე ადამიანის პროექტი უიმედოდ დამარცხდა?
შემდეგ კი სხვა ფიქრი მოდის:არ შეიძლება, საუკუნეთა განმავლობაში უკვდავ ხელოვნებასა და ლიტერატურას ქმნიდე და ასე უაზროდ ყველაფერი გაანადგურო და დაიღუპო - ასეთ "ფინალს" ლოგიკა არ აქვს. ღვთაებრივ ლოგიკას ვამბობ, თორემ ადამიანურმა დიდი ხანია თავი შეირცხვინა.არაფერია ახალი მზისქვეშეთში - რაც იყო, ის არის და რაც არის, ის იქნებაო, - ამბობს "ეკლესიასტე".თუმცა, ამ "რეალისტურ პესიმიზმს" იგივე წიგნი უბრუნებს იმედის სინათლეს:
ყველაფერს თავისი დრო აქვს - სიძულვილს სიყვარული მოსდევს, ღამეს - დღე, ნგრევას - აშენება, ომს - მშვიდობა.
ვემზადოთ უარესისთვის, მაგრამ შვილების ღიმილი ჩვენგან მოითხოვს, უკეთესზე ვიფიქროთ.
დღეს (და ყოველთვის) ერთად დგომას, ერთად ფიქრსა და ერთად მოქმედებას არანაირი ალტერნატივა არ აქვს - ეს ზრდის ამ რთულ სამყაროში გადარჩენისა და განვითარების შესაძლებლობას.
მხოლოდ საკუთარი თავის მტრები იქცევიან სხვანაირად - და მათ უკვე ამქვეყნად ჯოჯოხეთი ელოდებათ.