კალასისა და კოსის ბოლო განცხადება პირველი შემთხვევაა, როცა მათ ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდეს, რა ჯანდაბაა ორივე მხარე? არიან მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც ერთი წელია, მართავენ აქციებს და არის ხალხის უმცირესობა, რომელიც სავარაუდოდ, გარკვეულმა სადაზვერვო ოპერაციამ შეცდომაში შეიყვანა და ჩვენ ვცვლით ჩვენს ნარატივს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში?, – ამის შესახებ ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩესმა განაცხადა.

ნაჩო სანჩესის თქმით, არ არის არანაირი ორივე მხარე, არამედ არის „რეჟიმი, რომელიც მუდმივად ახშობს ნებისმიერი სახის კრიტიკას პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში“.

„პოლიციას თუ სურს 200 აქტივისტის შეჩერება საპრეზიდენტო სასახლის გარეთ მოედანზე, მათ ამის გაკეთება მარტივად შეეძლოთ, თუმცა ძალადობის სურათები სჭირდებოდათ და ძალადობის სურათები იყო მეტალის ღობეზე მიწოლა. შეუძლებელია მისი ჩამოგდება ფეხის კვრით. ეს შეუძლებელია, მაგრამ საქმე იმაშია, როგორ მისცეს მათ ღობესთან მიახლოების შესაძლებლობა? რადგან პოლიციას, „ქართულ ოცნებას“ და უსაფრთხოების სამსახურს სასოწარკვეთილად სჭირდებოდათ ძალადობის სურათი, რათა დაეშალათ, თავს დასხმოდნენ პროტესტს და მათ ის მიიღეს. ჩვენც ნათლად უნდა ვთქვათ, იცით, როგორ მივხვდი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ის ნარატივი, რომელიც სჭირდებოდა? იმიტომ, რომ კალასისა და კოსის ბოლო განცხადება იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. რა ჯანდაბაა ორივე მხარე? არიან მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც ერთი წელია, მართავენ საპროტესტო აქციებს და არის ხალხის უმცირესობა, რომელიც სავარაუდოდ, გარკვეულმა სადაზვერვო ოპერაციამ შეცდომაში შეიყვანა და ჩვენ ვცვლით ჩვენს ნარატივს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში? არ არის არანაირი ორივე მხარე. არის რეჟიმი, რომელიც მუდმივად ახშობს ნებისმიერი სახის კრიტიკას პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად ამ ანალიზით და შევინარჩუნოთ კონტაქტის არქონის პოლიტიკა, სულ მცირე, ამ ეტაპზე. ვეცადოთ, სამოქალაქო საზოგადოებას ნებისმიერი დახმარება მივაწოდოთ მაშინაც კი, თუ საკანონმდებლო ჩარჩო მზადდება იმისთვის, რომ მათ ერთი ევროც კი ვერ მიიღონ“, – განაცხადა ნაჩო სანჩესმა.

თარგმანი: პირველი არხი