შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „კანადის გუბერნატორად“ წოდებულ ჯასტინ ტრიუდოს და პოპ-ვარსკვლავ კეტი პერის ურთიერთობის შესახებ ჭორები, როგორც ჩანს, ამ შაბათ-კვირას გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დაადასტურა.

ჯასტინ ტრუდო და კეტი პერი, როგორც ჩანს, 2025 წლის ყველაზე გასაოცარი და მოულოდნელ წყვილის ტიტულისთვის იბრძვიან, - წერს „ევრონიუსი“.

ბრიტანული გაზეთ The Sun-ის წყვილთან დაახლოებული წყაროს მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ამჟამად მსოფლიო ტურნეზეა და მას კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დიდი დროის გატარება არ შეუძლია, ისინი ყოველდღიურად ურთიერთობენ FaceTime-ით და მესიჯებს წერენ ერთმანეთთან, - წერს ბრიტანული გაზეთი The Sun წყვილთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

მოულოდნელი რომანის შესახებ სპეკულაციები პირველად მას შემდეგ გაჩნდა, რაც ისინი მონრეალში ერთად ვახშმობისას შენიშნეს ივლისში - მომღერლის ორლანდო ბლუმთან დაშორებიდან ერთი თვის შემდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ იყო პარკში რომანტიკული გასეირნება, შემდეგ ვახშამი და ბოლოს, ბარში, სასმლით ხელში, ერთად ყოფნა. ტრუდო ასევე შენიშნეს მომღერლის ერთ-ერთ კონცერტზე.









ბრიტანული გაზეთის Daily Mail-ის მიერ სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოებში პერი და ტრიუდო ერთმანეთით ტკბებიან მომღერლის 81 ფუტიან იახტაზე, „Caravelle“, სანტა ბარბარას სანაპიროსთან, კალიფორნიაში. ფოტოებზე პერი საცურაო კოსტიუმშია, ტრიუდო - წელს ზემოთ შიშველი და ისინი ერთმანეთს ეხვევიან, ეკვრიან და ეალერსებიან.

„ჯასტინი ცოტათი გაკვირვებულია, რომ კეტი საერთოდ ინტერესდება მისით - ის უფრო ინტელექტუალია და ცოტა გიკი (geek ნიშნავს რაიმეთი განსაკუთრებით გატაცებულ ადამიანს - „აიპრესი“), კეიტი კი აღფრთოვანებულია, რომ პოლიტიკურ სფეროში ასეთი პატივცემული ფიგურა მის მიმართ ინტერესს იჩენს“, - ამბობს წყარო.

40 წლის კეტი პერი (კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი) 2010-2012 წლებში ინგლისელი კომიკის და მსახიობის, რასელ ბრენდის მეუღლე იყო, 2016-2025 წლებში კი ცნობილი მსახიობის, ორლანდო ბლუმის პარტნიორი. მასთან პერის ჰყავს 5 წლის ქალიშვილი დეიზი. მსოფლიოში არაერთმა ადამიანმა დეიზის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც 2025 წლის 14 აპრილს, იმ დროს ჯერ კიდევ ჯოზეფ ბეზოსის საცოლესთან, ლორენ სანჩესთან ერთად Blue Origin-ის კოსმოსური ხომალდით დედამიწაზე დაბრუნებულმა, სანჩესის შემდეგ კაბინიდან გამოსულმა პერიმ მარჯვენა ხელი, რომელშიც გვირილა ეკავა ჰაერში აწია, შემდეგ კი გვირილას აკოცა და ინტერვიუში განმარტა, რომ კოსმოსში მოგზაურობის დროს მას სიამაყით ადევნებთა თვალს მისი ქალიშვილი დეიზი (daisy - გვირილა). ივლისში პერიმ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ და "ბეჭდების მბრძანებლის" მსახიობ ორლანდო ბლუმთან დაშორების შესახებ განაცხადა.



















ტრიუდომ, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ უწოდა „კანადის გუბერნატორი“, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მარტში დატოვა. იგი მეუღლეს, სოფი გრეგუარს, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს, 18-წლიანი ქორწინების შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში გაშორდა.



























მიუხედავად იმისა, რომ ტრიუდომ და პერიმ საჯაროდ არ დაადასტურეს თავიანთი ურთიერთობა, ფოტოებმა ინტერნეტში აჟიოტაჟი გამოიწვია.