ბოროტი კაცი შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ უნდა გიყვარდეს ღმერთი მასში. არ შეიძლება, დაიბადო და დამბადებლის არაფერი გეცხოს - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ბოროტი კაცი შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ უნდა გიყვარდეს ღმერთი მასში.
ის ყოველ ჩვენგანშია - ბუნებისა და ქცევის განურჩევლად.
არ შეიძლება, დაიბადო და დამბადებლის არაფერი გეცხოს.
თუ გწამს, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა, ზემონათქვამი მართალია, რადგან უზენაესი განწონის ყველასა და ყველაფერს, ვინც თუ რაც მისი შექმნილია.
ახლა ისევ წაიკითხე პირველი ფრაზა“, - წერს მურღულია.