ზოგიერთი მუდმივად ცდილობს, საკუთარ სიბრიყვეს მეტი მასშტაბი შესძინოს და ეს საზოგადოების პრობლემად აქციოს.
მავანნი ამ გზაზე სერიოზულ "წარმატებებსაც" აღწევენ.
მართლაც, არ ვარგა, როდესაც არ გესმის, რომ რაღაც არ გესმის. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ამას ისიც ახლავს, რომ სიბრიყვეს მოუქანცველი ენერგია და კატეგორიულობა აქვს.
უნდა გიყვარდეს ადამიანი, მაგრამ უცილობელი უფლება გაქვს, არ მოგწონდეს მისი სიბრიყვე.
გზაჯვარედინებზე შეიძლება ეწეროს (ვხუმრობ, რა თქმა უნდა):
"გათავისუფლდი სისულელისგან!"
თუმცა ამას ყველა წაიკითხავს, იმის გარდა, ვისთვისაც უშუალოდ განკუთვნილია.
მას ახლა (და ყოველთვისაც) სხვა საქმე აქვს:
ვიღაცას ჭკუა უნდა ასწავლოს." - წერს გია მურღულია.