დიდი მარხვის პირველ კვირას ქართული სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია ხატთაყვანისცემას აღნიშნავს. 

"დიდი მარხვის პირველი კვირა დღე მართლმადიდებლობის ზეიმის (ხატთაყვანისცემის) და კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საყდრის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის უძველესი დროიდან ცნობისა და აღიარების დღეცაა.

ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ძალისხმევით და ქართველ მეცნიერთა თანადგომით 1990 წელს მოხდა", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებვულ განცხადებაში.