თბილისში, ავლაბარში ისნის რაიონში, მეტეხის ქუჩის N14-ში ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლი. ერთო ადამიანი დაშავდა, 

როგორს "აიპრესს" თბილისი მერიაში განუცხადეს, "ისნის რაიონში, მეტეხის ქუჩის N14-ში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც, მისი ავარიულობიდან გამომდინარე, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ, ხოლო პერიმეტრი შემოსაზღვრული იყო დამცავი ღობით. 

აქ მცხოვრები 14 ოჯახი გაყვანილია ქირით, რასაც ისნის რაიონის გამგეობა აფინანსებს.

აღნიშნული შენობა-ნაგებობა მონაწილეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში, რომლის ფარგლებში იგეგმება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება დაშავებულ მოქალაქეს,  არ არის ადგილობრივი მაცხოვრებელი და ტერიტორიაზე მისი ყოფნის მიზანი ჩვენთვის უცნობია."