უეფას ერთა ლიგაზე პლეი ოფის შეხვედრები გრძელდება
თურქეთმა უნგრეთი ამჯერად ბუდაპეშტში დაამარცხა 2026-2027 წლების უეფას ერთა ლიგაზე A ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. უნგრეთი B ლიგაში დაქვეითდა.
უნგრეთი - თურქეთი 0:3(0:2) პირველი მატჩი 1:3
გოლები: 37' ჰაკან ჩალჰანოღლუ, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 39' არდა გიულერი 0:2, 90' აბდულქერიმ ბარდაქჩი 0:3
საბერძნეთმა შინ პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ შოტლანდიაში გაიმარჯვა და ასევე A ლიგაში აღზევდა, შოტლანდია კი B ლიგაში დაქვეითდა.
შოტლანდია - საბერძნეთი 0:3(0:2) პირველი მატჩი 1:0
გოლები: 20' გიანის კონსტანტინიასი 0:1, 42' კონსტანტინოს კარეტსასი 0:2, 46' ხრისტოს ძოლისი 0:3
სერბეთმა შინ ავსტრია დაამარცხა და A ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
სერბეთი - ავსტრია 2:0(0:0) პირველი მატჩი 1:1
გოლები: 56' ნემანია მაქსიმოვიჩი 1:0, 90' დუშან ვლაჰოვიჩი 2:0
გაზევება: 68' გერნოტ ტრაუნერი (ავსტრია, წითელი ბარათი)
A ლიგის კიდევ ერთი ბინადარი ბელგიის და უკრაინის გუნდების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
კოსოვიმ ისლანდია გასვლაზედაც დაამარცხა და B ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, ისლანდია კი C ლიგაში დაქვეითდა.
ისლანდია - კოსოვო 1:3(1:2) პირველი მატჩი 1:2
გოლები: 2' ორი ოსკარსონი 1:0, 35', 45+3 და 79' ვედატ მურიქი 1:1, 1:2 და 1:3
გაძევება: 69' აარონ გურანსონი (ისლანდია, მეორე ყვითელი)
სლოვენიის და სლოვაკეთის გუნდების მეორე შეხვედრაც ფრედ დასრულდა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა. მასპინძლებმა გაიმარჯვეს და B ჯგუფში ადგილი შეინარჩუნეს, სლოვაკეთი C ჯგუფში დარჩა.
სლოვენია - სლოვაკეთი დამატებით დროში 1:0(0:0,0:0) პირველი მატჩი 0:0
გოლი: 95' ადამ გნეზდა ჩერინი
B ლიგის კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა ირლანდიის და ბულგარეთის გუნდების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
მასალა განახლებულია.