უეფას ერთა ლიგის თასზე მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალისტების და მომავალი გათამაშების A და B ჯგუფებში მოასპარეზე გუნდების ვინაობა გახდა ცნობილი.

გერმანიამ მეორე შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს უგებდა იტალიას, მეორე ტაიმი კი ასეთივე ანგარიშით წააგო და ნახევარფინალში პირველი მატჩის მოგების ხარჯზე გავიდა.  იტალია თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

გერმანია - იტალია 3:3(3:0) პირველი შეხვედრა 2:1
გოლები: 30' იოზუა კიმიხი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 36' ჯამალ მუსიალა 2:0, 45' ტიმ კლაინდინსტი 3:0, 49' და 69'  მოიზ კინი 3:1 და 3:2, 90+5' ჯაკომო რასპადორი, თერთმეტმეტრიანიდან 3:3

გერმანიის მეტოქე ნახევარფინალში პორტუგალია იქნება. მან დანია დამატებით დროში დაამარცხა

პორტუგალია - დანია დამატებით დროში 5:2(3:2, 1:0) პირველი მატჩი 0:1 
გოლები: 38' იოახიმ ანდერსენი, საკუთარ კარში 1:0, 56' რასმუს კრისტენსენი 1:1, 72' კრიშტიანუ რონალდუ 2:1, 76' კრისტიან ერიქსენი 2:2, 86' და 91' ტრინკაო 3:2 და 4:2, 115' გონსალუ რამოში 
მე-6 წუთზე კრიშტიუანუ რონალდუს დარტყმული თერთმეტმეტრიანი დანიელთა მეკარე კასპერ შმეიხელმა მოიგერია.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან ესპანეთი და საფრანგეთი. პირველმა ნიდერლანდები დაამარცხა პენალტების სერიაში, მეორემ კი ხორვატია

ესპანეთი - ნიდერლანდები, პენალტებით 5:4, 3:3(2:2,1:0) პირველი შეხვედრა 2:2
გოლები: 8' მიკელ ოიარსაბალი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 54' მემფის დეპაი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1,  67' მიკელ ოიარსაბალი 2:1, 79' იან მაატსენი 2:2, 103' ლამილ იამალი 3:2, 110' ხავი სიმონსი, თერთმეტმეტრიანიდან 3:3

ამ შეხვედრაში გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შეარჩევ ტურნირზე E ჯგუფში იასპარეზებს საქართველოს, თურქეთის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად.

საფრანგეთი - ხორვატია, პენალტებით 5:4, 2:0(2:0,0:0) პირველი შეხვედრა 0:2
გოლები: 52' მაიკლ ოლისე 1:0, 80' უსმან დემბელე 2:0

A/B ჯგუფის პლეი ოფის მეორე შეხვედრაში ბელგიამ უკრაინა 3:0 დაამარცხა და ისევ A ჯგუფში იასპარეზებს, უკრაინა კი B დარჩა

ბელგია - უკრაინა 3:0(0:0) პირველი მატჩი 1:3
გოლები: 70' მაქსიმ დე კუიპერი 1:0, 76' რომელუ ლუკაკუ 2:0

B/C ჯგუფის პლეი ოფის მეორე მატჩში ირლანდიამ ბულგარეთს კვლავ მოუგო და B ჯგუფში ადგილი შეინარჩუნა, ირლანდია კი ისეც C ჯგუფში იასპარეზებს

ირლანდია - ბულგარეთი 2:1(0:1) პირველი მატჩი 2:1
გოლები: 30' ვალენტინ ანტოვი 0:1, 70' ევან ფერგიუსონი 1:1, 85' ადამ იდაჰი 2:1

2026-2027 წლების ერთა ლიგაზე A ჯგუფში იქნებიან:

გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, დანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ინგლისი, ნორვეგია, უელსი, ბელგია, სერბეთი, თურქეთი, საბერძნეთი

B ჯგუფში იასპარეზებენ: 

შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, შვეიცარია, უკრაინა, ავსტრია, საქართველო, ირლანდია, სლოვენია, რუმინეთი, შვედეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო

С და D ჯგუფების სრული შემადგენლობა C/D ჯგუფების პლეი ოფის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.