ამის შესახებ მედია უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის ქართული ჯგუფის უფროსზე,, ვანი ნადირაძეზე დაყრდნობით წერს.

„სამწუხაროდ ორი ქართველი, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ, დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია

ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელის ღამე.
დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, - წერს ვანო ნადირაძე.


უკრაინული მედიის ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში დაიღუპა უკრაინის მოქალაქეობის მქონე 80-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე - საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მკვიდრი.