ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო aftonbladet-ი ავრცელებას.
შვედეთის ქალაქ ერებრუს სკოლის კამპუს რისბერგსკაში ატეხილი სროლის შედეგად შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, - განაცხადა პოლიციამ ამ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
დამნაშავის კრიმინალური წარსულის შესახებ პოლიციას ცნობები არ გააჩნია. მიიჩნევენ, რომ ის მარტო მოქმედებდა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტში სხვა დამნაშავეებიც იყვნენ ჩართული.
პრესკონფერენციაზე ერებრუს ოლქის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ დაღუპულთა იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არაა დასრულებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის თავდამსხმელიცაა.