სამწუხაროდ, ეუთო/ოდირმა რა დასკვნაც დაწერა მედიაზე, არის სირცხვილი. არ შეიძლება, ხელაღებით ინერწყვებოდე იქით-აქეთ და სულერთია ვის მოხვდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა.ლევან იოსელიანმა  „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 „სამწუხაროდ, ეუთო/ოდირმა რა დასკვნაც დაწერა მედიაზე, ეს არის სირცხვილი. რომ მედია ინსტრუმენტალიზებას ახდენდა ფეიკნიუსების და პროპაგანდით იყო დაკავებული. ამაზე თვითონ მედია არ ილაპარაკებს, მაგრამ ამაზე ვიღაცამ ხომ უნდა ილაპარაკოს. მეტი პასუხისმგებლობა მართებს ყველას, ასე არ შეიძლება, ხელაღებით დადიოდე, ბოდიში და ინერწყვებოდე იქით-აქეთ და სულერთია ვის მოხვდება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.