იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად ბესიკ მეურმიშვილი დაინიშნა.
ბესიკ მეურმიშვილს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.
იგი სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.