„მსოფლიოს ცხოველთა დღე" პირველად გერმანიაში, 1925 წლის 24 მარტს,, კინოლოგ ჰეინრიჰ ზიმერმანმა აღნიშნა.
კინოლოგმა 5000-მდე ადამიანს მოუყარა თავი ბერლინის სპორტის სასახლეში მიერ და ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ეს დღე ყოფილიყო ოფიციალური.
1931 წელს, ფლორენციაში, ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.
4 ოქტომბერი არის კათოლიკე წმინდანის, ფრანცისკ ასსიზელის, გარდაცვალების დღე.
ის ითვლებოდა ცხოველების დამცველად და მფარველად, ზუსტად ამიტომ მოხდა ამ თარიღის შერჩევა.