ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თბილისის ზღვის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ლეკვები დახრჩობას გადაარჩინეს.
მაშველებმა თვალაუხელელი 2 პატარა ლეკვის მდებარეობა სწრაფად განსაზღვრეს და მილებიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
მოგვიანებით, ძებნის შემდეგ, მათ ლეკვების დედაც იპოვეს და შვილები დაუბრუნეს. მაშველებმა, მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდების მიზნით, ჭა საიმედოდ დალუქეს.