გოგონა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

ცნობისათვის, შემთხვევა დედოფლისწყაროში 21 აგვისტოს მოხდა.


რამდენიმე მოზარდი, დედოფლისწყაროს  მშენებარე ცენტრალურ პარკში, ხელოვნურ ტბაში საბანაოდ შევიდა.  ერთ-ერთმა მათგანმა წყალში გონება დაკარგა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.