შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-მა, 2 მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა.
მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდებიან ის მოზარდები, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში
მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.ნუცა, მხოლოდ 8 წლისაა. ერთ დღეს, როცა ბებია უეცრად შეუძლოდ გახდა, ნუცა არ დაიბნა — ზუსტად ახსოვდა, რომ ასეთ დროს უნდა დაერეკა 112-ში. ოპერატორს მკაფიოდ მიაწოდა ინფორმაცია და ბებიას დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ნუცას სიმამაცემ ბებიის სიცოცხლე გადაარჩინა.
გიგის დედა 112-ის ოპერატორია. ის ადამიანია, ვინც ყოველდღიურად სხვის შვილებს, მშობლებს, უცნობ ადამიანებს ეხმარება რთულ და კრიტიკულ სიტუაციებში.მაგრამ იმ დღეს, მოულოდნელად თავად დედა გახდა შეუძლოდ. გიგი მარტო იყო როცა შეამჩნია, რომ დედას გონება ჰქონდა დაკარგული, ბავშვს შეეშინდა, მაგრამ არ დაიბნა.
გიგიმ ზუსტად გააკეთა ის, რასაც მისი დედა ასწავლიდა სხვებს: დარეკა 112-ზე.ეს ისტორია, შეიძლება ითქვას, სიცოცხლის წრედ იქცა - დედა, რომელიც მუშაობს, რათა სხვებს დაეხმაროს, თავად გადარჩა შვილის სიმამაცის და 112-ის წყალობით.
ინფორმაციას "112" ავრცელებს