112-ის დღედ 11 თებერვალი 2009 წელს ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
112-ის დღეს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, თანამშრომლებს 112-ის დღე მიულოცა და რამდენიმე მათგანი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.