პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დღეს დაკავებული სამი პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დღეს სამი პირი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტთან, კიბეზე პატარა სკამების დადგმა სურდათ, თუმცა, მათი თქმით, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.